სირიის ოპოზიცია გაეროს დახმარებას სთხოვს…

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 28, 2015 03:47

სირიის ოპოზიცია გაეროს დახმარებას სთხოვს…

მნიშვნელოვანი

  • სირიის ნაციონალური კოალიცია, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აცხადებს, რომ რუსული ავიდარტყმების შედეგად დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და გაეროს დახმარებას სთხოვს...

სხვა სტატიები

სირიის ნაციონალური კოალიცია, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აცხადებს, რომ რუსული ავიდარტყმების შედეგად დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება და გაეროს დახმარებას სთხოვს…

,,ამერიკის ხმის,, ცნობით, სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთი ეხმარება ბაშარ ასადს  მშვიდობიან მოსახლეობის და  ოპზიციური ძალების განადგურებაში… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალურად ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ აცხადებს ბრძოლას.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ გაგზავნილ წერილში, სირიული ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელი ნაჯიბ გადბანი აცხადებს, რომ 30 სექტემბრის შემდეგ რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული 297 ავიადარტმის შედეგად 436 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, რასაც სირიის სამოქალაქო სამაშველო სამსახურიც ადასტურებს.

,,მცდარი იქნება თუ ივარაუდებთ, რომ რუსული ავიადარტყმები ISIS-ს პოზიციებზე ხორციელდება. ამ მომენტამდე რუსული ავიაციის იერიშების მხოლოდ 7% განხორციელდა ISIS-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზ… ხოლო დანარჩენი ავიადარტმები სირიის თავისუფალი არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოდის,, აცხადებს გადბანი, რომელიც თავის მიმართვაში გაეროს სირიაში მშვიდობიანი ზონების გამოყოფას სთხოვს, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ამ ზონებს შეაფაროს თავი და ლტოლვილთა ახალი ნაკადის გადინება არ მოხდეს… წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელი, ასეულ ათასობით ახალი სირიელი ლტოლვილის გაქცევას ვარაუდობს ქვეყნიდან.

www.timer.ge

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 28, 2015 03:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics