სირიაში ირანის პრეზიდენტის მცველი მოკლეს… (+ფოტო)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 29, 2015 05:43

სირიაში ირანის პრეზიდენტის მცველი მოკლეს… (+ფოტო)

მნიშვნელოვანი

  • ირანული წყაროების ცნობით, სირიაში ირანის ექსპრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ყოფილი მცველი, 33 წლის აბდალაჰ ალ-ბაქირ ნირაქი მოკლეს...

სხვა სტატიები

nejadi-2ირანული წყაროების ცნობით, სირიაში ირანის ექსპრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ყოფილი მცველი, 33 წლის აბდალაჰ ალ-ბაქირ ნირაქი მოკლეს…

ოფიციალური ირანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნირაქი სირიაში შიიტური სიწმინდეების დასაცავად იყო წასული, თუმცა თურქული სააგენტოები აცხადებენ, რომ ალეპოს მახლობლად, სადაც ის მოკლეს, არანაირი შიიტური სიწმინდეები არაა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ირანის ელიტარული სამხედრო ნაწილების მონაწილეობას სირიის კონფლიქტში ასადის მხარეს…. რაც 2011 წლიდან დღემდე 400-მდე ირანელი სამხედროს დაღუპვით აღინიშნა, რომელთა შორისაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 გენერალი და 2 პოლკოვნიკია.  თავად ოფიციალური თეირანი კი, სირიის კონფლიქტში მხოლოდ სამხედრო მრჩევლებით მონაწილეობას აღიარებს.

nejadiგავრცელებულ  ძველ ფოტოებზე, გარდაცვლილი ნირაქი ირანის, სირიის  პრეზიდენტებთან აჰმედინეჯადისთან, ასადთან და ,,ჰესბოლას,, ლიდერთან – ნასრალისთან არის დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ პირადი მცველის გარდაცვალება დიდად განიცადა ირანის ექსპრეზიდენტმა აჰმადინეჯადიმ, რომლის ემოციების გამომხატველი ფოტოები ირანულ მედიაში გავრცელდა.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 29, 2015 05:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics