21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

სირიაში გარდაცვლილი ქართველის მშობლებმა მათი შვილის სირიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შეიტყვეს

სირიაში დაღუპული 24 წლის დავით სვიაკაურის მშობლები პირველ კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ შვილის სირიაში გადასვლის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ახალგაზრდა მებრძოლმა საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გარდაცვლილის მამის, იოსებ სვიაკაურის თქმით მისი შვილი 2 წლის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავით სვიაკაურმა მშობლებთან კონტაქტი შეწყვიტა და სწორედ ამის შემდეგ გაიგეს ოჯახში მისი სირიაში გადასვლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანში მცხოვრები დავით სვიაკაური სირიაში საბრძოლო შეტაკების დროს დაიღუპა. ის ხეობიდან წასული უკვე რიგით მეათე ადამიანია, რომელიც გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის კიდევ 5 მგზავრის იდენტიფიცირება მოხდა
შემდეგი სტატიაკარზე მომდგარ მტერს ახალი იარაღი უნდა ვაჩვენოთ – აცხადებს როგოზინი