სირიაში ბარელური ბომბით 65 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

news
: news იანვარი 21, 2015 12:40

სირიაში ბარელური ბომბით 65 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

10937558_403013256525534_1295255532_nგუშინ სირიის ქალაქ ჰასეკეში, ასადის მომხრე სირიის შეიარაღებეული ძალების ვერტმფრენმა, პირუტყვის ბაზარში ბარელური ბომბი ჩამოაგდო. აფეთქებას 65 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათეულობით ადამიანი მძიმედაა დაჭრილი. ბარელური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა გვამები იმდენად დასახიჩრებულია, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს უჭირთ. ბარელური ბომბი, რომელიც ასადის რეჟიმმა არაერთხელ გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, წარმოადგენს დიდ რკინის კონტეინერში მოთავსებულ ფუგასური და მსხვრევადი ასაფეთქებელი ნივთიერებების ნაზავს, რომელიც აფეთქების ადგილზე, ნამსხვრევების გასროლის გარდა ირგვლივ წვავს ყველაფერს, რაც მსხვერპლის ამოცნობას ართულებს. სირიის რევოლუციური ოპოზიციური ძალების მიერ, ეს თავდასხმა შეფასდა, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სასაკლაო.

news
: news იანვარი 21, 2015 12:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,927
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics