სირიაში აშშ-სა და რუსეთს შორის ომის საშიშროებაა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 18, 2015 03:28

სირიაში აშშ-სა და რუსეთს შორის ომის საშიშროებაა…

მნიშვნელოვანი

  • სირიის კონფლიქტში რუსეთის ბოლო დროინდელი ქმედებები აშშ-ს უკიდურესად მწვავე რეაქციებს იწვევს, რაც ამ რეგიონში ნატოური სამხედრო ძალების და მათი რეგიონალური მხარდამჭერების კონცენტრაციასა და რუსულ სამხედრო შენაერთებთან პირდაპირ კომფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს.

სხვა სტატიები

Russian Deployment to Syria 17 September 2015 (1)ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ინსტიტუტი ,,Institute for the Study of War,, (ISW – ომების კვლევის ინსტიტუტი) თავის ოფიციალურ საიტზე 12-და 15 სექტემბერს სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც გარკვევით ჩანს, რომ რუსეთმა ბოლო ერთი კვირის მანძილზე თავისი შეიარღება საგრძნობლად გაზარდა სირიაში, ქალაქ ლატაკიის აეროპორტთან მდებარე გასაიდუმლოებულ ბაზაზე…

ამერიკელების მიერ 4 სექტემბით დათარიღებულ წინა სატელიტურ ფოტოებთან შედარებით, ამ უკანასკნელ ფოტოებში გარკვევით ჩანს 30-მდე რუსული ჯავშანტრანსპორტიორი, 10-ზე მეტი ტანკი, 10-ზე მეტი ქვემეხმზიდი სატვირთო, 22 სამხედრო-სატრანსპორტო მანქანა, 6 ვერტმფრენი, სატვირთო და სატრანსპორტო თვითმფრინავები ,,AN-124,, და ,,IL-76,, …

Russian Deployment to Syria 17 September 2015 (3)ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, პუტინმა სირიაში პრინციპულად შეცვალა თავისი თამაში და ახლა ის ასადის რეჟიმის გაძლიერების გარდა აშშ-ს მიერ მართული ანტიისლამისტური კოალიციის შეშუსტებასა და შიდა დაპირისპირების გამოწვევას ცდილობს… პუტინი შეეცდება ერთობლივი რუსულ-ირანული ოპერაციის ჩატარებასაც, აცხადებენ ამერიკელი ანალიტიკოსები და საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობას რეგიონში მიმდინარე რადიკალური ცვლილებების გამო, საკუთარი სამხედრო პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო დროინდელმა ქმედებებმა სირიაში, შესაძლებელია ამერიკის სამხედრო სტრატეგია შეცვალოს რეგიონში… სირიის მოქმედ ლიდერ ბაშარ  ალ-ასადზე საუბრისას კი, მან აშკარად მიანიშნა, რომ დასავლეთი ასადის რეჟიმის შენარჩუნებასა და რუსული სამხედრო გავლენის გაძლიერებას რეგიონში არ დაუშვებს.

დასავლელი მიმომხილველების აზრით, სირიის კონფლიქტში რუსეთის ბოლო დროინდელი ქმედებები  აშშ-ს უკიდურესად მწვავე რეაქციებს იწვევს, რაც ამ რეგიონში ნატოური სამხედრო ძალების და მათი რეგიონალური მხარდამჭერების კონცენტრაციასა და რუსულ სამხედრო შენაერთებთან პირდაპირ კომფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 18, 2015 03:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics