სილვიო ბერლუსკონის ქალები+ფოტო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 23:41

სილვიო ბერლუსკონის ქალები+ფოტო

მილანის პროკურატურის განცხადებით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც გასულ წელს სასამართლომ სკანდალური “რუბის საქმეში” გაამართლა, სასამართლოსთვის ხელისშეშლაშია ბრალდებული. გასული წლების მანძილზე პოლიტიკოსი არა ერთხელ გაეხვა სექს-სკანდალში.

1990 წელს სილვიო ბერლუსკონი მსახიობ ვერონიკა ლარიოზე დაქორწინდა, რომელსაც ქორწინებამდე 10 წელი იცნობდა. მათ სამი საერთო შვილი ყავთ. 2009 წელს ბერლუსკონის მეუღლე გაეყარა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დიდ სკანდალში გახვევისთვის.
მაშინ სასამართლომ ბერლუსკოვის 1,4 მილიონი ევროს ალიმენტი დააკისრა ყოველწლიურად.
2007 წელს პრესაში ახალი ინფორმაცია გაჩნდა ბერლუსკონის და მოდელის მარო კარფანის კავშირზე, რომელიც შემდეგ იტალიის მთავრობაში მინისტრის სავარძელს იკავებდა.
ცნობილ ნეაპოლეტანელ 18 წლის მოდელ ნოემი ლეტიციასთან ბერლუსკონის რომანი 2009 წელს გასკდა. ამავე წელს ბერლუსკოვი ახალ სექსუალურ სკანდალში ეხვევა ესკორტ სააგენტოს ერთ-ერთ წარმომადგენელთან.

2011 წლის “რუბის საქმე” ყველაზე სკანდალური იყო ბერლუსკონის ცხოვრებაში. რომელიც 17 წლის გოგოსთან კამირ ელ მართან ურთიერთობას ეხებოდა. 2013 წელს მილანის სასამართლომ ბერლუსკონეს ბრალი დაუმტკიცა და 7 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ ყოფილი პრემიერი საკმარისი სამხილის უქონლობის გამო გაამართლეს.
პოლიტიკოსის სახელს უკავშირდება ასევე სტომატოლოგ ნიკოლ მინეტის სახელი.
2012 წლის დეკემბერში ბერლუსკონმა ჯვარი 28 წლის ფრანჩესკა პასკალეზე იქორწინა, რომელიც პოლიტიკოსის თაყვანისმცემელთა კლუბს ხელმძღვანელობდა.

სილვიო ბერლუსკონის ქალები s2 s3 s4 s5 s6

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 23:41

Google სტატისტიკა


2,332
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics