სიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 20:54

სიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშე

მნიშვნელოვანი

  • ბრიტანეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დააჩქაროს კანონპროექტის მომზადება, რომელიც სიგარეტის კოლოფზე მწარმოებელი ბრენდის აკრძალვას ეხება. ბრიტანეთის მთავრობის აზრით, სიგარეტზე ახალმა პოლიტიკამ ახალგაზრდა მწეველებში მოთხოვნა უნდა შეამციროს.

სხვა სტატიები

სიგარეტის კოლოფები მწარმოებელი ბრენდების გარეშებრიტანეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა დააჩქაროს კანონპროექტის მომზადება, რომელიც სიგარეტის კოლოფზე მწარმოებელი ბრენდის აკრძალვას ეხება.
ბრიტანეთის მთავრობის აზრით, სიგარეტზე ახალმა პოლიტიკამ ახალგაზრდა მწეველებში მოთხოვნა უნდა შეამციროს.
რამდენიმე ათეულ წელია ბრიტანეთში არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შორს შეიძლება მთავრობა წავიდეს მოწევის სახელმწიფო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით.
ბრიტანეთში უკვე აიკრძალა რეკლამა ტელევიზიით და პრესით.
გაერთიანებულ სამეფოში უფასო პროგრამები მოქმედებს იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებმაც მოწევის გადაგდება გადაწყვიტეს.
მოწევის მოწინააღმდეგეები არ აპირებენ მოწევის წინააღმდეგ მოქმდ კამპანიაზე გაჩერებას. რიგში ავსტრალიაში მოქმედი კანონია, რომელიც სიგარეტების ორიგინალური ბრენდინგით გამოშვების წინააღმდეგი არის.
Philip Morris-ი ავსტრალიაში მიღებულ კანონს სასამართლოში ასაჩივრებს. კომპანიამ პირობა დადო, რომ სასამართლოში უჩივლებს ბრიტანეთსაც, თუკი ის თამბაქოს საწინააღმდეგო კანონს მიიღებს.
ცალსახა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ავსტრალიაში სიგარეტის ახალმა პოლიტიკამ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები დააზარალა, არ არსებობს. მკაცრი სანქციების მომხრეები კი ამბობენ, რომ ინტერესი თამბაქოს მიმართ განელდა.
სიგარეტზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასი ავსტრალიაშია – 16 დოლარზე მეტი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2015 20:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics