სვიატოსლავ ცეგოლკო: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნებულია,

news
: news თებერვალი 15, 2015 11:01

სვიატოსლავ ცეგოლკო: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნებულია,

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის სვიატოსლავ ცეგოლკოს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნებულია, თუმცა უკრაინელი სამხედროების პოზიციები 10-ჯერ დაცხრილეს .

“პირველი საათები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ვაკვირდებით სიტუაციას. დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია. რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე არის დამოკიდებული, შევძლებთ ომის შეჩერებას თუ არა”, – აცხადებს ცეგოლკო.

მინსკის შეთანხმების თანახმად, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ცეცხლი 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო. პრეზიდენტმა პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გუშინ გასცა.

news
: news თებერვალი 15, 2015 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics