სვანიძის ქუჩის მოსახლეობა სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირების საკითხზე დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 21:24

სვანიძის ქუჩის მოსახლეობა სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირების საკითხზე დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს

სვანიძის ქუჩაზე დარწმუნებულები არიან, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს შესაბამისი უწყებების მხრიდან დროული რეაგირების შემთხვევაში ადამიანური მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

იყო თუ არა ადეკვატური და დროული რეაგირება სტიქიის დროს სვანაძის ქუჩაზე, ან რატომ არ გადაკეტეს მოსალოდნელი საშიშროების დროს ახალი გზა, ამ საკითხს სპეციალური კომიტეტიც სწავლობს. სვანაძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარეს თბილისის მერიასა და სხვა შესაბამის სამსახურებთან შეკითხვები აქვს. სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის წევრების შეკითხვებს დღეს არც მერიაში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა გამოძიება იმით, შეიძლებოდა თუ არა ადამიანების გადარჩენა სტიქიის ზონაში.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 21:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics