სექტემბერში დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება – NASA მოსახლეობას ამშვიდებს

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 20:55 განახლებულია

სექტემბერში დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება – NASA მოსახლეობას ამშვიდებს

ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტო დედამიწის მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება. ნასას ექსპერტებმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ მედიაში ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ჩვენს პლანეტას სექტემბრის შუა რიცხვებში გიგანტური ასტეროიდი ეჯახება, რამაც შესაძლოა, მექსიკის, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის განადგურება გამოიწვიოს. ამ ცნობას ინტერნეტსივრცეში დიდი პანიკა მოჰყვა.
ნასას მეცნიერები კი ირწმუნებიან, რომ კოსმოსში არანაირი კომეტა და ასტეროიდი აღმოჩენილი არ არის, რომელიც დედამიწას განადგურებით ემუქრება. ,,ეს არის სოცქსელებში მოარული ამბები. სინამდვილეში კი მინიშნებაც კი არ არსებობს იმისა, რომ ან ასტეროიდი ან რაიმე ციური სხეული დედამიწას უახლოვდებოდეს“ – აცხადებენ ნასას მეცნიერები. მათივე თქმით, უახლოეს 100 წელიწადში გამორიცხულია იმ ტიპის ასტეროიდის მოახლოება დედამიწასთან.

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 20:55 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics