
მთავრობასა და ეროვნული ბანკის სხვადსხვა ინსტრუმენტებით ლარის კურსის შენარჩუნება ერთჯერადი პროცედურაა, რომრლიც დიდხანს ვერ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ცუდათ იმოქმედებს ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და არ გამოვრიცხავ ქვეყანა მიიყვანოს უარეს კრიზისამდე.
მივმართავ ეროვნულ ბანკს და მთავრობას, რომ განუხრელად დაიცვან “საქართველოს ორგანული კანონი“ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ თავი 5 მუხლი 34 „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა.“
რადგანაც, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული, უძრავი და მოძრავი ქონების (ბინები, ავტომობილები, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები, ბიზნესი, ბიზნესის წილები და ა.შ) რეალიზაცია ხდება დოლარში, რაც ზრდის დოლარის მოთხოვნას და საშუალებას აძლევს სავალუტო ჯიხურებს და კომერციულ ბანკებს თვითნებურად დაადგინონ სავალუტო კურსი , რომლიც არ შეესაბამება ერვნული ბანკის კურსს.
აღნიშნული კანონის რეალურად ამოქმედება, გაზრდის ქვეყანაში ლარზე მოთხოვნლებას და სხვა ღონისძიებებისაგან განსხვავებით, ეროვნულ ვალუტას აუწევს ავტორიტეტს და გაამყარებს.
















