სერგო რატიანი : მთავრობა არ არის ადეკვატური

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:39

სერგო რატიანი : მთავრობა არ არის ადეკვატური

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, მთავრობა არაადეკვატურად იქცევა. ასე შეაფასა დეპუტატმა მთავრობის კანცელარიაში მომხდარი შეკამათება, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე მოხდა.

სერგო რატიანი და პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

სერგო რატიანის შეფასებით, მთავრობის წევრებმა დაკვირვებით უნდა წაიკითხონ საქართველოს კანონები, რადგან მასში წერია, რომ უმცირესობას აქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება.

„ჩვენ გვაინტერესებდა ამ მოცემულ, რთულ სიტუაციაში რა საკითხებს განიხილავდა მთავრობდა და მართლა მუშაობდა თუ არა იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომის დაწყების წინ, შელაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და მთავრობის საპარლამეტო მდივანს შორის.

უმცირესობის წევრმა ვერ მოახერხა მთავრობის სხდომაზე შესვლის საშუალება, თუმცა მათ მთავრობის საპარლამენტო მდივანს გადასცეს ის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:39