სერგო რატიანი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში შედის

news
: news იანვარი 21, 2015 00:00

სერგო რატიანი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში შედის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივნის სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესში შედის, მოხდეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება .
როგორც სერგო რატიანმა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მოხდა შემზარავი მკვლელობა და ფაქტებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ეს დაკვეთილი მკვლეობა იყო.
“როდესაც საფლავზე ხდება აფეთქება, ეს არ არის მარტივი სქემა. ამიტომ ძალიან უცნაურია და ამ ფონზე ერთადერთი, რაც უნდა ვთქვა, უნდა მოხდეს სასწარფო გამოძიება. ჩვენ, შეძლების ფარგლებში, მასზე საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებთ”, _ აღნიშნა სერგო რატიანმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის ინციდენტები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. მისივე განმარტებით, ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ მოხდეს გამოძიება, თუმცა ბოლო დროს განვითარებულ სხვადასხვა მოვლენებთან და მკვლეობებთან დაკავშირებით, გამოძიებებში წინსვლა არ შეინიშნება. მან ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ეროსი კიწმარიშვილის მკვლეობა დაასახელა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
: news იანვარი 21, 2015 00:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics