სერგო კვარაცხელია: კახა კალაძე და უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გობეჯიშვილის გათავისუფლებას ელოდებიან

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 14:09

სერგო კვარაცხელია: კახა კალაძე და უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გობეჯიშვილის გათავისუფლებას ელოდებიან

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში და ვიცე-პრემიერი მასთან ერთად არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სერგო კვარაცხელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ყრილობაზე ყოფნა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას არ ნიშნავს.
“უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება სტუმრად და მასთან ერთად იმყოფება კალაძე. ჩემთვის მისი აქ ყოფნა არ აღძრავს ეჭვებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის ჩარევა, არაფერზე არ საუბრობენ, ელოდებიან გობეჯიშვილის გათავისუფლებას”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.
რაც შეეხება გობეჯიშვილს, ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით წუხელ დააკავეს და მისი ადმინისტრაციული სასამართლო დღეს უნდა გაიმართოს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 14:09

Google სტატისტიკა


4,198
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics