სერგეი სურკოვი: საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის უნდა გაუქმდეს

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 19:55

სერგეი სურკოვი: საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის უნდა გაუქმდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ სურკოვი, ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

ეს განცხადება მან ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ე.წ. საზღვრებთან არსებულ რიგებს ეხებოდა.

„ვადასტურებთ რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენ ახალ შეთანხმებაში. მინდა, შეგახსენოთ, რომ აფხაზეთის ფინანსირებისთვის გათვლილი იყო 4 მილიარდი რუბლი, რაც შემდეგ გაორმაგდა. დღეს რუსეთში არც ისე მარტივი ვითარებაა და ეს ყველამ კარგად ვიცით. მიმდინარეობს საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება. თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთთან მიმართებაში ბიუჯეტი არ შეიკვეცოს. რაც შეეხება რუსეთ–აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილებას, ეს საზღვარი საერთოდ უნდა მოიხსნას. ჩვენ შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები, ეს ახალი შეთანხმების მიხედვით არის გათვალისწინებული,“ – აცხადებს ვლადიმერ სურკოვი.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა კი ამბობს, რომ რუსეთის დახმარებით პენსიების გაზრდა და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება მოხდება.

„მინდა იმედი გავუცრუო ყველას, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთი ვერ მოახდენს იმ შესაძლებლობების რეალიზებას, რომელიც რუსეთის მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ შევძლებთ პენსიების გაზრდას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღეს განვიხილეთ საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. უახლოეს ხანებში შესრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები. რუსეთ–აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილების სირთულეებს რაც შეეხება, ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა კიდევ დამატებითი მუშაობაა,“ – აცხადებს ხაჯიმბა.

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 19:55