სენაკში დაპირისპირება ღრმავდება

news
: news იანვარი 12, 2015 16:36

სენაკში დაპირისპირება ღრმავდება

სენაკში დაპირისპირება ღრმავდებასენაკის მუნიციპალიტეტის შენობასთან, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ძველი სენაკის თემის ასამდე წარმომადგენელმა, მათ სოფელში ძველი გამგებლის ნუკრი ჯანჯღავას შესაძლო, ხელმეორედ დანიშვნისა და სოფელში მოუგვარებელი სოციალურ-ინფრასტრუქტურული პრობლემების წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი სენაკის გამგებელთან.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები შეხვდნენ სენაკის გამგებელ გოჩა დგებუაძეს, რომელმაც აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ სოფელი თუ თავად აირჩევდა სასურველ კანდიდატურას, მას დაამტკიცებდა გამგებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრას, სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანიც ესწრებოდა.

თაიმერისათვის მიწოდებული სანდო წყაროს ინფორმაციით, სენაკის დღევანდელი აქცია, სენაკის რაიონში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა, რომლის დროსაც საკრებულოში ხმების უმრავლესობა დღევანდელმა გუბერნატორის მოადგილემ, კახა რუსიამ მიიღო. მან, თავისი მხარდამჭერი დამოუკიდებელი დეპუტატების წყალობით, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მისი მხარდაჭერით გაიმარჯვეს და საკრებულოში ოპოზიციური ხმების საშუალებით, შესძლო დაემარცხებინა ,,ქართული ოცნების,, და სენაკის გამგებლის ფავორიტი თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ თავად რუსიაც ,,ქართული ოცნების,, წევრია. ამ ამბავს მოყვა დიდი დაპირისპირება საკრებულოში და გამგებლისა და ,, ქართული ოცნების,, კანდიდატის ხვიჩა ჟიშკარიანის ერთგულმა დეპუტატებმა, ერთვთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს სენაკის საკრებულოს. ამის შემდეგ, ამ ამბავში ჩაერია ,,ქართული ოცნების,, ზედა ეშელონები, ცენტრალური ხელმძღვანელობა თბილისში და არჩეული სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე კახა რუსია, აიძულეს თავად ეთქვა უარი დაკავებულ თანამდებობაზე და სანაცვლოდ გუბერნატორის მოადგილეობა შესთავაზეს, რაც, სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ოფიციალურად გაფორმდა. წყაროს ინფორმაციით, ამით კახა რუსიასა და სენაკის ,,ოცნების,, დგებუაძე-ჯიშკარიანის დაჯგუფებას შორის კონფლიქტი არ ამოწურულა. რუსია ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გავლენა, როგორც საკრებულოში, ასევე იმ სოფლებში, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატების სახით მისი მხარდამჭერი დეპუტატები არიან არჩეულნი.

სწორედ ასეთი სოფელია ძველი სენაკი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ რაოდენობას (2000-ზე მეტი)ითვლის სენაკის მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სენაკის ძველმა განმგებელმა ნუკრი ჯანჯღავამ, საატესტაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სენაკის სოფლის რწმუნებულთა შორის ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, მას მხარს არ უჭერს ამავე სოფლის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ხუხია, რომელიც თავის მხრივ კახა რუსიას მხარდამჭერია. ,,ნაციონალური მოძრაობის,, ხელისუფლებაში სამსახური და ,,ქართულ ოცნებაში პორტირებულობა,, ეს ძველი განმგებლის ჯანჯღავას მიმართ წაყენებული ძირითადი ბრალდება გახლდათ, რომელიც დღეს პროსტესტის მომწყობებმა დაასახელეს. წყაროს ინფორმაციით, პროტესტის მომწყობთა მხრიდან ძველი სენაკის გამგებლად მოიაზრება კობა ჯიქიძე, რომელიც სოფლის დეპუტატის კლასელიც გახლავთ.

საინტერესოა, რამდენად შეელევა სენაკის გამგებელი დგებუაძე, თავის ფავორიტს ძველი სენაკის თემში, ან როგორი ფორმით მისცემს ის, სოფლის მოსახლეობას საშუალებას თავად აირჩიონ რწმუნებული, როცა ასეთ არჩევნებს კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ ნათელია, რომ სენაკში თავად ,,ოცნებაში,, შემავალ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება ღრმავდება.

news
: news იანვარი 12, 2015 16:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics