სენაკის საკრებულოში გამგებლის ინპიჩმენტის საკითხი დგას – აცხადებს დეპუტატი ქარდავა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 19:02

სენაკის საკრებულოში გამგებლის ინპიჩმენტის საკითხი დგას – აცხადებს დეპუტატი ქარდავა

სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა, სამეგრელო-ზემოს სვანეთის გუბერნატორს სოციალური ქსელით ღია წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია, რომ სენაკის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის უკანონო მოქმედებები, სახელმწიფო თანამდებობებზე ,,პორტირებული,, ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა დანიშვნა, მოსახლეობის იმხელა გულისწყრომას იწვევს, რომ საკრებულოში გამგებლის იმპიჩმენტის საკითხი დადგა…
მიმართვა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორს ბატონ ლევან შონიას.
ბატონო ლევან მოგახსენებთ სენაკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გულისტკივს,რომელიც უშუალო კავშირშია დღევანდელი კორუმპირებული გამგებლის მოქმედებებზე.როდემდე გინდათ ეს კორუმპირებული გამგებელი აბოგინოთ ამ რაიონში.
1) გამგებელი დგებუაძე და მისი ძმების შპს-ეები:”სენ კაპიტალი და “ბალავარი”.
2) გამგებელ დგებუაძის მიერ თბილისიდან ჩამოყვანილი ვინმე ინდმეწარმე პაატა გოგიშვლი, რომელიც გამგებელ დგებუაძის მიერ ლიზინგის წესით შეძენილ ტრაქტორზე მუშაობდა. გოგიშვილი იყო მშენებელიც, ტრაქტორისტიც და სხვა სამუშაოების შემსრულებელიც.
3) სენაკის გამგებლის მიერ წყალდიდობის დროინდელ თანხებში ხელის მოთბობა ტენდერების გზით.
4) სენაკის გამგებლისა და გურამ მისაბიშვილის (რაიონის მაჟორიტარი რედ.) ერთობლივი ქმედებები.
5) გურამ მისაბიშვილის დავალებით ყველა თემებში თუ გამგეობაში პორტირებულების თანამდებობებზე დანიშვნა.
სენაკის გამგეობა: გოჩა(ზაქრო)მამულია.(პორტირებული)
თამილა სორდია.(პორტირებული)
ვასიკო ბესელია (პოტირებული)
დალი შონია (პორტირებული)
ნატო ხუბუა (პორტირებული)
ნატო ფულარია (მისაბიშვილისა და ხაბურზანიას გუნდის წევრი)
სოსო მიქავა (პორტირებული)
მერაბ გეგელია (პორტირებული)
მურმან არჩილია (პორტირებული)
სოსო მატახერია (პორტირებული)
ბადრი დადიანი (პორტირებული)
ნიკრი ჯანჯღავა (პორტირებული)
იგორ ბაღათურია (პორტირებული)
რომან ჯოჯუა (პორტირებული)და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
სენაკს კანონიერი ქურდები მართავს.გამგებლის ნათქვამიდან გამომდინარე ,,მირეკავენ და რა ვქნა,,.
სენაკის გამგებლის დამსახურებაა სენაკში პარტია ქართული ოცნების დასამარება. დღეს ეს პარტია რაიონში საერთოდ არ არსებობს.
სენაკის გამგებელის მიერ 10%-იანი წილების შეწერა სამშენებლო კომპანიების მფლობელებზე, რისი ნათელი მაგალითი ,,ჯეოკენის,, სამარცხვინო ფაქტია.
დღეს მისაბიშვილისა და გამგებლის ერთობლივი მუშაობის შედეგად ფოცხოს თემში კახა კუკავას პარტიით შეაპარეს პორტირებული კანდიდატი.
გამგებლის მიერ იგნორირებულია საკრებულო.
ამ ყველაფერს სენაკის გამგებლის იმპიჩმენტამდე მივყავართ.სენაკის საკრებულოში დღეს დღის წესრიგში დადგა გამგებლის იმპიჩმენტის
საკითხი.
ბატონო ლევან თქვენ ყველაფრის საქმის კურსში ბრძანდებით როგორც ჩემთვის ცნობილია ,, აცხადებს ინგა ქარდავა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 19:02