სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გადააყენეს

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 11:15

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გადააყენეს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის, ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა. საკრებულოს სხდომას თავდაპირველად 29 წევრი დაესწრო, ხოლო მოგვიანებით ოთხმა წევრმა, სამმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და ერთმა “ლეიბორისტმა” დატოვა საკრებულოს სხდომა. მათი განმარტებით, ისინი ამ პროცედურაში მხოლოდ ერთი მიზეზით არ იღებენ მონაწილეობას. “საკრებულოს თავმჯდომარის არც არჩევაში მიგვიღია მონაწილეობა და არც მისი გადარჩევა გვაინტერესებს”-განაცხადეს ნაციონალებმა და ლეიბორისტებმა.

საკრებულოს სხდომას დაესწრო მხოლოდ ერთადერთი დეპუტატი “თავისუფალი არჩევანიდან”. ინგა ქარდავას სხდომა არ დაუტოვებია თუმცა მონაწილეობა არც კენჭისყრაში მიუღია. მან თავიდანვე განაცხადა, რომ მხოლოდ დაკვირვებისს მიზნით არ დატოვებდა აღნიშნულ სხდომას. საკრებულოს სხდომას თავად დღევანდელი დღის მთავარი გმირი ხვიჩა ჯიშკარიანიც დაესწრო.

საკრებულოს სხდომაზე ამის შემდეგ შესვენება გამოცხადდა. ოც წუთიანი შესვენების შემდეგ კი იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა დაიწყო. საკრებულოს 24 დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უმრავლესობამ, 21-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

სენაკის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ხვჩა ჯიშკარიანი მედიასთან აცხადებს, რომ ის სამართლევრივი გზით განაგრძობს მოქმედებას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

jishkariani 1 jishkariani

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 11:15

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics