სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, სასამართლომ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობაზე აღადგინა

news
ავტ.: news აპრილი 1, 2015 12:59 განახლებულია

სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, სასამართლომ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობაზე აღადგინა

მნიშვნელოვანი

  • "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი დავით ჭედია თბილისის მერმა თანამდებობაზე აღადგინა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა დასრულდა.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი დავით ჭედია თბილისის მერმა თანამდებობაზე აღადგინა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ დავით ჭედიას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დავით ჭედიას თანამდებობაზე ადგენა მოხდა. იგი ქონების მართვის სააგენტოს უფროსი იყო. მას ბრალი უკანონოდ ჰქონდა წარდგენილი. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი თანამდებობაზე აღადგინეს”, – დასძინა სევდია უგრეხელიძემ. დავით ჭედიას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა. იგი თანამდებობიდან 2014 წლის ივლისში გაათავისუფლეს. დავით ჭედიას თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. დაახლოებით ორი კვირის წინ, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

news
ავტ.: news აპრილი 1, 2015 12:59 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics