სევდია უგრეხელიძე: ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ბატონ ნარმანიასთან

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 12:42

სევდია უგრეხელიძე: ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ბატონ ნარმანიასთან

თბილისის მერი საკრებულოში დეპუტატების წინაშე ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშით გამოვა.

დედაქალაქის მერის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციებს საკუთარი შენიშვნების დაფიქსირების საშუალება ექნებათ.

დავით ნარმანია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

დავით ნარმანიასთან კითხები აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრს სევდია უგრეხელიძეს.

„ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ბატონ ნარმანიასთან, რატომ ართმევენ ხალხს იმ ფულს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს კონკრეტულად მათი საჭიროებებისთვის და რატო გადააქვთ ბიუროკრატიაში. „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად რატომ ზრდიან შტატებს, და რატომ არის ესეთი მძიმე მდგომარეობა ქალაქის ინფრასტრუქტურაში,“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ქალაქის მთავრობასთან შენიშვნები აქვს თბილისის საკრებულოს წევრს ალეკო ალისაშვილსაც.

„არ ვიცი რატომ მიაჩნიათ მერიის ჩინოვნიკებს რომ ქალაქი გუგუნებს. უამრავი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული, „სითი პარკიდან“ დაწყებული, ავარიული შენობებით დაწყებული, ისტორიული ქალაქით დამთარებული,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების აზრით, კი დედაქალაქის მერი თვითკრიტიკული უნდა იყოს.

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 12:42

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics