საჯარო რეესტრი ბიზნესის სარეგისტრაციო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2015 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის სარეგისტრაციო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც “თაიმერს” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათი ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 11 452 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
სააგენტოს ინფორმაციით, ამა წლის მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 4.8%-ით შემცირდა: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა.
მათივე ცნობით, ამა წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (6 249 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (4 461 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.0%) სახით.
“როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 93.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 336 კოოპერატივი, 335 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 40 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 24 სააქციო საზოგადოება, 3-3 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი”, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება 70 000 ქულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სემეკს ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები დენის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას ვერ შეძლებდნენ