საჯარო მოსამსახურეს წლის განმავლობაში 2 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება აეკრძალება

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 14:11

საჯარო მოსამსახურეს წლის განმავლობაში 2 000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება აეკრძალება

საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება 2 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრების ღირებულება – 1 000 ლარს, – ასეთი შინაარსის დაზუსტება “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შედის. აღნიშნული კანონპროექტი ერთ-ერთია იმ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ საჩუქრები ერთი წყაროდან არ არის მიღებული. კანონში დაგეგმილი ცვლილებით კი, შემზღუდველი პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტული თანხით იცვლება, რომელზეც უფრო მაღალი ღირებულების საჩუქრის მიღება საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება.
ამავე ცვლილებებით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომლებზეც “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნები გავრცელდება. კერძოდ, საჯარო მოსამსახურედ ჩაითვლება “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, მათ შორის სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე, ასევე საჯარო დაწესებულებად განისაზღვრება სახელმწიფო და საჯარო სამსახურის განმახორციელებელი დაწესებულებები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.
შესაბამისად, კანონის შეზღუდვები ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით, გარდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმებისა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირზე და დაწესებულების თანამშრომლებზე გავრცელდება.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონპროექტი, რომელიც ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 14:11

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics