სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თემურ ჯანაშიას დაკითხვა მიმდინარეობს

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 15:37

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თემურ ჯანაშიას დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას დაკითხვა მიმდინარეობს.

“მივდივარ უსაფრთხოების სამსახურში, მკითხავენ გადატრიალების საკითხებზე, რომელიც მათ თავად შეიტყვეს უკრაინული საიტებიდან. შესაბამისად, ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ თუ რა კითხვებს დამისვამენ”, – განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან ბოლოს ორი დღის წინ ჰქონდა საუბარი პირადი უსაფრთხოების საკითხებზე.
“ვიყავი სდსს-ს თანამშრომელი. მე აღმიქვამენ პროფესიონალად და ვისაც აინტერესებს უსაფრთხოების საკითხები, ხშირად ვაძლევ ხოლმე რჩევას და რეკომენდაციებს. ორი დღის წინ ვესაუბრე ნიკა გვარამიას პირადი უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა მილიონი ადამიანი შემიძლია ჩამოვთვალო, ვისთვისაც რეკომენდაცია მიმიცია ასეთ საკითხებზე. რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის უსაფრთხოებას, დირექტორის უსაფრთხოება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით ვინც მის გარშემო ტრიალებს, დაცვის ღონისძიებები არის კომპლექსური, რომელიც მოიცავს პირის სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი სახლის, გადაადგილების შემოწმებას”, – განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას მისთვის არ უთქვამს რომ ვინმე ემუქრებოდა.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 15:37