სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მინდია ჯანელიძე ან ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 16:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მინდია ჯანელიძე ან ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლოა, ვახტანგ გომელაურმა ან მინდია ჯანელიძემ უხელმძღვანელონ. სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ერთჯერადად – 6 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6 წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონის ამოქმედება მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან იგეგმება. შესაბამისად, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც მოსალოდნელია თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის წარდგენა. ამასთან, პარლამენტში არც იმას გამორიცხავენ, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ვახტანგ გომელაურს ჩააბარონ.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics