სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ – ეკა ხარებავას საქმე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 28, 2015 15:33

სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ – ეკა ხარებავას საქმე

მნიშვნელოვანი

  • 24 მარტს საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერმა,, რუსულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი ეკატერინე ხარებავა, რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში იქნა დადანაშაულებული და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სხვა სტატიები

24 მარტს საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერმა,, რუსულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი ეკატერინე ხარებავა, რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში იქნა დადანაშაულებული და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმის მასალების მიხედვით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე ხარებავამ, რომელიც ქალაქ სოჭში ბაზარში გამყიდველად მუშაობდა, 2008 წლის აგვისტოს თვეში, თავის სამუშაო ადგილთან ახლოს შეამჩნია რუსული სამხედრო კოლონები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ… მან დარეკა საქართველოში და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს გააგებინა ნანახის შესახებ… რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ შეაფასა, როგორც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა, რაზეც 2013 წელს დაპატიმრებულ ხარებავას 2015 წლის მარტში, საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა გასაჩივრებისა და აპელაციის უფლების გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ხარებავა 2 წელია რაც რუსეთში პატიმარია, სამწუხაროდ ,,თაიმერის,, მიერ გავრცელებულ  ინფორმაციასაც, არც ხელისუფლების არც ერთი სტრუქტურის, არც პოლიტიკური და არც  არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია საქართველოში… არავინ დაკავშირებია ეკა ხარებავას ადვოკატს რუსეთში და არც მის ოჯახს საქართველოში… ისმის კითხვა რატომ?

თუ ქალბატონმა ეკატერინე ხარებავამ ჩაიდინა ის, რასაც მას რუსეთის სასამართლო  უმტკიცებს, მაშინ ის საქართველოს გმირია, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასად ცდილობდა საკუთარი ქვეყანა ეხსნა საფრთხისაგან… თუ არ ჩაუდენია რასაც აბრალებენ… მაშინ ეკატერინე ხარებავა, რუსეთის უკანონო ტყვეა! ორივე შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ქალბატონი ტყვეობიდან განთავისუფლდეს… რისი ნიშნებიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს… არადა ხელისუფლებამ, რომელმაც  ჯაშუშები შკრილნიკოვი და გევორქიანი პოლიტპატიმრის სტატუსით გაანთავისუფლა, ის მაინც უნდა ივაჟკაცოს, რომ საკუთარი მოქალაქე, ლტოლვილი ქალბატონი იხსნას რუსეთის ტყვეობიდან.

თუ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან უფლებადამცველ ორგანოებს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ?! თუ არ ჰქონდათ… ეს კიდევ ერთი დანაშაულია, რადგან ინფორმაციას ამ ქალბატონის მდგომარეობის შესახებ არამხოლოდ ,,თაიმერი,, ფლობდა… ეს ინფორმაცია დევს ,,ბიბისის,, რუსული ბიუროს , ,,ეხო მოსკვის,, და კიდევ რამდენიმე საიტზე… ხელისუფლება შეიძლება ,,თაიმერის არ კითხულობდეს მაგრამ თუ ,,ბიბისისაც,, არ კითხულობს, ვერ ქონია კარგად საქმე…

რაც შეეხება რუსული სასამართლოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ მიდგომას საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხარებავას მიმართ… ცნობილი რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი  სანკტ პეტერბურგელი ივან პავლოვი, საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხარებავას საქმეზე წერს, რომ ამ საქმეში უფრო მეტი კითხვებია ვიდრე პასუხები…  ,,276 სტატია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის,  ეხება შპიონაჟს ორი ფორმით: ერთი, საიდუმლო მასალების შეგროვება უცხო ქვეყნის სეც-სამსახურების სასასრგებლოდ ან მეორე – არასაიდუმლო მასალის შეგროვება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით… პირველი შემთხვევაში, საკითხავია საიდან იყო საიდუმლო მასალა რუსული ტექნიკის საჯარო გადაადგილება ქალაქის ცენტრში, როცა ამას მთელი საზოგადოება ხედავდა?! მეორე – ამ საქმის მასალებიში არ დასტურდება, რომ ხარებავას რაიმე წინასწარი დავალება ჰქონდა მიღებული ქართული სპეცსამსახურებიდან. თუ მართლა იყო ფაქტი, დავალების გარეშე საჯაროდ ნანახი ინფორმაციის გადაცემისა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების მოტივით, ეს შპიონაჟი არ არის,, აცხადებს უფლებადამცველი ადვოკატი პავლოვი, რომელიც სასამრთლოს 6 წლიან განაჩენში, რომელიც ამ მუხლთან შეუსაბამოა,(რადგან რუსეთის სსკ -276 მუხლი დამნაშავის დასჯას 10დან 20 წლამდე ითვალისწინებს)  ხედავს რომ გასამართლებული პირი უდანაშაულოა. 

,,თაიმერის,, რედაქცია მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს… გამოიყენონ თავიანთი მდგომარეობა და ძალები საქართველოს დევნილი მოქალაქის,  რუსეთში 2 წლის უკან დაპატიმრებული ეკატერინე ხარებავას უფლებების დასაცავად და მის დასახსნელად.

,,თაიმერი,, უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ეკა ხარებავას ოჯახის წევრთან….

,,თაიმერის,, რედაქციის სახელით კახაბერ ადამია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 28, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics