სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2015 19:23

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის მიმოწერა გაასაჯაროვა

სხვა სტატიები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელსაც 2016 წლის ბოლომდე რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ფოსტა სულ 55 ათასზე მეტ შეტყობინებას შეიცავს. როგორც კლინტონის ოპონენტები ამბობენ, ის სახელმწიფო უწყებაში ყოფნისას პირად ფოსტას იყენებდა სახელმწიფო მიმოწერისთვის, რაც საჯარო პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ.

ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე გაეცვნენ საფოსტო მიმოწერას, ამბობენ, რომ ჰილარი კლინტონს არანაირი დარღვევა არა აქვს კანონთან მიმართებაში. თუმცა, სადავოა ერთი დოკუმენტი, რომელიც მიღების შემდეგ გახდა გრიფით საიდუმლოს მატარებელი. საუბარია უილიამ რობაკისგან მიღებულ წერილზე, რომელიც ლიბიაში ამერიკის საელჩოზე თავდასხმას ეხება.

აღსანიშნავია, რომ წერილების პუბლიკაცია მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადების ფონზე, რომელშიც ჰილარი კლინტონიც იყრის კენჭს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2015 19:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics