სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით, კვლავ გადაჭარბებით შესრულდა

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 13:38

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით, კვლავ გადაჭარბებით შესრულდა

მნიშვნელოვანი

  • ნაერთმა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში, 6 თვის გეგმის მიმართ, გადააჭარბა 106.2 მილიონი ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მილიონი ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მილიონი ლარით.

სხვა სტატიები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი, 4 მილიარდ 535.1 მილიონი ლარი, 252 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

უწყების მონაცემებით 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობებმა 4 მილიარდ 787.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105.6%-ია. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მილიონი ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მილიონ ლარს, რაც გეგმის 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მილიონი ლარით აღემატება.

ნაერთმა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში, 6 თვის გეგმის მიმართ, გადააჭარბა 106.2 მილიონი ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მილიონი ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მილიონი ლარით.

ფინანსთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია, შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული.

ამასთან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის, 4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარის მიმართ შეადგენს 96,2 %-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მილიონ ლარს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მილიონი ლარით მეტი.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 13:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics