
ამიტომ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული უსწრაფესად, რათა ჩვენ მთავრობას დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უყურებენ ისინი სიტუაციიდან გამოსავალს. უნდა გადაიდოს ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე და პარასკევს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რათა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას და მას აქვს უნარი საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების–დასძინა ბეჟაშვილმა


















