სახალხო დამცველი ვაზაგაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

news
: news იანვარი 21, 2015 22:48

სახალხო დამცველი ვაზაგაშვილის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

ამის შესახებ ნათქვამია უჩა ნანუაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურისგან გამოძიების ეფექტიანად, სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებას მოითხოვს.

„მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ზედმიწევნით ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქმესთან კავშირში მყოფი ყველა მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებას. ასევე, მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწრაფად და გაჭიანურების გარეშე, გონივრულ ვადებში უნდა განხორციელდეს,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით პერიოდულად მოხდეს ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ.

news
: news იანვარი 21, 2015 22:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics