საყვარელიძის მიერ დაჭერილი პროკურორები სასამართლომ გაუშვა

უკრაინის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო აღშფოთებას ვერ მალავს უკრაინის გენერალური პროკურორის ქართველი მოადგილე დავით საყვარელიძე…

უკრაინული მედიის ცნობით, ორიოდე დღის წინ საყვარელიძის ხელმძღვანელობით, უშიშროების სპეცრაზმ ,,ალფასთან,, ერთად მოწყობილი სპეცოპერაციის შედეგად, კიევის პროკურორის მოადგილის, უკრაინის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის და პროკურატურის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ხმაურიანი დაკავება მოხდა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე დოლარი ამოიღეს… უკრაინის სასამართლომ კი, ისინი გამოძიების დასრულებამდე  3 მილიონი გრივნის გირაოთი გაანთავისუფლა, რამაც საყვარელიძის აღშფოთება გამოიწვია…

,,პროკურატურა დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამივე დაკავებული ჩინოსნის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ან გირაო 20 მილიონი გრივნის სახით განეხორციელებინა… თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და თითოეულ ეჭვმიტანილი 3 მილიონ გრივნა გირაოდ გაანთავისუფლა…. სულ მცირე თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ ნაძარცვი ქონებიდან, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მიეცათ საშუალება გარეთ გამოვიდნენ. თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს… მთავარი საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და კვაზი-მოსამართლეები თუ გამომძალველები ამ პროცესებს ვერ შეაჩერებენ. ჩვენ შუა გზაზე არ გავვჩერდებით და დაჟინებით ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კორუფციონერებმა ის სასჯელი მიიღონ, რაც მათ დაიმსახურეს,, აცხადებს დავით საყვარელიძე.

www.timer.ge

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისოფელ კაწალხევის მოსახლეობას დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური ხელისუფლებისგან რუსეთში დაპატიმრებული პირებისთვის დახმარებას მოითხოვს