“საქართველო ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით”

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 13:50

“საქართველო ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით”

საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატო-სგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, – ეს კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიან იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიკური კურსი შეიცვალონ.
“ნატო-ში მიგვაჩნია, რომ სამივე ქვეყანა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ დროისათვის ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოს-გან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სკოლას”, – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს დახმარება შესთავაზონ აღჭურვილობის ან ტრენინგების კუთხით, ეს ნატო-ს მცდელობებს შეავსებს.

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 13:50

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics