საქართველო-სომხეთის საზღვარზე რთული ვითარებაა

news
: news იანვარი 6, 2015 17:29

საქართველო-სომხეთის საზღვარზე რთული ვითარებაა

მნიშვნელოვანი

  • ამ დროისთვის რთული ვითარებაა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც უხვი ნალექის და დაბალი ტემპერატურის გამო 200-მდე ავტომობილი თოვლშია ჩახერგილი.

სხვა სტატიები

ამ დროისთვის რთული ვითარებაა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც უხვი ნალექის და დაბალი ტემპერატურის გამო 200-მდე ავტომობილი თოვლშია ჩახერგილი.

ნინოწმინდა-ბავრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მძიმე ტექნიკა ქარბუქის გამო ვერ მუშაობს და მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია მანქანებში იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილები დღის ბოლომდე უნდა გამოიყვანონ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ საღამოს ყინვა მოიმატებს და ტექნიკა მუშაობას ვერ შეძლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩახერგილებს საწვავი მიაწოდეს, რათა მანქანებმა მუშაობა შეძლონ.

რამდენიმე საათის წინ სპეციალური ტექნიკის დახმარებით 200-მდე ავტომობილის გამოყვანა უკვე მოხერხდა. თუმცა ამდენივე კვლავ ჩახერგილია.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პრობლემა მოქალაქეების დაუმორჩილებლობამ შექმნა. მათი თქმით, საზღვრამდე მისვლა მოქალაქეების ნაწილმა შემოვლითი გზით სცადა და ჩაიხერგნენ.

news
: news იანვარი 6, 2015 17:29

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics