“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს”

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2015 17:31

“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს”

საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა რუმინეთის მთავრობის სახლში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ პონტამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის, სტიქიურ უბედურებათა რისკის შემცირებისა და მენეჯმენტის გაძლიერების მიმართულებებით ხორციელდება.

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2015 17:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics