საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2015 13:05

საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან

საქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთანსაქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან და მოლაპარაკებებს რუსეთთნ მართავს – ასეთი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს გაეროში წარმომადგენელმა კახა იმნაძემ რუსულ “ტასთან” საუბარში.
“პრობლემა არა საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არის, პრობლემა რუსეთსა და საქართველოს შორისაა. ასე, რომ ამ საკითხს ჩვენ რუსეთთან პოლიტიკის დონეზე განვიხილავთ ” – განაცხადა დიპლომატმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2008 წლის ომის წლისთავს მიეძღვნა.

იმნაძის თქმით, კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი ფორმა მოლაპარაკებებია, რომელიც გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს ეგიდით მიმდინარეობს რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოს, აშშ-ს და სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით.
რუსეთის და სამხრეთ ოსეთის პოზიციით საქართველო კონფლიქტთან დაკავშირებით არასწორად ელაპარაკება რუსეთს. ორივე ქვეყნის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველომ სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს დიალოგი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2015 13:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics