“საქართველო ამბიციური რეფორმების განხორციელებით ნატო-ს უფრო დაუახლოვდა”

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 17:51

“საქართველო ამბიციური რეფორმების განხორციელებით ნატო-ს უფრო დაუახლოვდა”

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პრიორიტეტები და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

ნატო-საქართველოს კომისიამ შეიმუშავა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამბიციური რეფორმების განხორციელებით ნატო-ს უფრო დაუახლოვდა.

ჩვენ შევაჯამეთ, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხი, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული. აღნიშნული პაკეტით განსახორციელებელი ღონისძებები გულისხმობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაძლებლობების თავსებადობას ალიანსთან, რაც დაეხმარება საქართველოს, მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის.

მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოსთან ერთად მუშაობას არსებითი პაკეტის ყველა ელემენტის იმპლემენტაციისთვის.

მინისტრებმა კვლავ აღნიშნეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამბიციური რეფორმების განხორციელებით ნატო-ს უფრო დაუახლოვდა. ამასთან, საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

გარდა ამისა, მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მიერ მიღწეულ იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების მიმართულებით მიაღწია – მათ შორის თავდაცის სფეროში გატარებული რეფორმებიც იგულისხმება.

ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ასევე აღნიშნეს ის პოზიტიური მიმართულება, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გულისხმობს.

მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, განაგრძოს რეფორმების განხორციელება, დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმის და კანონის სრული უზენაესობის უზრუნველყოფის ჩათვლით.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რასაც ამ “შეთანხმებების” გაფორმება ხელყოფს.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა, ასევე დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკისადმი და კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

მინისტრები მიესალმნენ ქართული მხარის აქტიურ და ნაყოფიერ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი და განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთო-სთან, გაერო-სა და ევროკავშირთან, საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ კი, ახლახან ე.წ. შეთანხმების გაფორმებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთთან, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, ასევე, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მსგავსი „შეთანხმების“ გასაფორმებლად მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 17:51

Google სტატისტიკა


3,619
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics