საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა–ირაკლი ღარიბაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2015 10:22

საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა–ირაკლი ღარიბაშვილი

garibashviliiiოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს იქით გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან ორი მილიონი.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი.
“სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

“გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყნის მიღმა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, ექიმები, პროფესორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების კარი მათთვის არის ღია. ეს მათი სამშობლოა,” – ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი პირველი პროფესიული ფორუმის მონაწილეებს.

“ჩვენ 77 სტუდენტი საუკეთესოთა შორის ავარჩიეთ და გავუშვით საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე მათთან გავაფორმე ხელშეკრულება. ისინი არიან ვალდებული დაბრუნდნენ სამშობლოში და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, მოახმარონ ჩვენს სამშობლოს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამ პროგრამით საზღვარგარეთ წელს კიდევ 115 სტუდენტის გაგზავნას გეგმავს, თუმცა ისინი კვლავ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხის ორმაგი კომპენსირების მოხდენა მოუწევთ.

საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც.

ფორუმს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სხვა ქვეყნებშიც გაიმართება.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 27, 2015 10:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics