
ამის შესახებ მედიას სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა. აბდულაევის თქმით, შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა. აპრილში როვნაგ აბდულაევი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, მაშინ ის პრემიერ ღარიბაშვილსაც შეხვდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი უნდა ყოფილიყო.
მსგავსი პროექტების შეჩერება საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობაზე უარყოფითად აისახება. სოკარი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორების ათეულშიც იმყოფება.


















