საქართველოს ხვალ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია ეწვევა

news
: news თებერვალი 15, 2015 18:55

საქართველოს ხვალ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია ეწვევა

საქართველოს ხვალ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისია ეწვევა. მისიის წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებებში გამართავენ შეხვედრას, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
შემფასებელი მისია საქართველოში 20 თებერვლამდე დარჩება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. სამოქმედო გეგმა იმ მოთხოვნებს შეიცავს, რომლებიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება შესაძლებელი გახდეს. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრული პასპორტების ჩათვლით, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა საკანონმდებლო ჩარჩოსა და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმას მოიცავს, ხოლო მეორე – აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაციას. საქართველომ საქმედო გეგმის პირველი ფაზა გასული წლის ოქტომბერში წარმატებით დაასრულა. სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას და უვიზო მიმოსვლის დაწყებაზე ევროკავშირისგან დადებით რეკომენდაციას საქართველო ელის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე, რომელიც რიგაში მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

news
: news თებერვალი 15, 2015 18:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics