საქართველოს უმეტეს რეგიონებში გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

news
: news იანვარი 12, 2015 10:24

საქართველოს უმეტეს რეგიონებში გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოხსნილია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შეუფერხებლადა არის შესაძლებელი ცენტრალურ მაგისტრალებზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.
გარკვეული შეზღუდვები ნარჩუნდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღადგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. ქვეშეთი-სეთურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯვრის უღელტეხილიდან კობის მიმართულებით გზის თითქმის 80% უკვე გაწმინდა. აღნიშნული მონაკვეთის გახსნა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოხერხდება.
შეზღუდვა, ასევე მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ30-კმ173 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ90 მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ91-კმ173 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

news
: news იანვარი 12, 2015 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics