საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news იანვარი 8, 2015 22:25

საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "თაიმერი" უცვლელად გთავაზობთ:

სხვა სტატიები

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ქ.პარიზში განხორციელებული 7 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მთელს საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება და ამუშავებულია ე.წ. Vigipirate გეგმის ოთხი პუნქტიდან მეორე, წითელი პუნქტი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებას, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ მობილიზებას და მათ განთავსებას ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით ხალხმრავალ და საჯარო თავშეყრის ადგილებში.

ასევე მოგიწოდებთ თვალყური ადევნოთ საელჩოს ვებ გვერდსა და პირწიგნაკს, სადაც აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას უახლესი უსაფრთხოების ზომების შემოღების ან განსაკუთრეული საფრთხის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news იანვარი 8, 2015 22:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics