საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება

ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონალური პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციას გამართავენ.
“დიდი პაუზის შემდეგ პირველად, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონში წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავენ.
კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია ეკრანებითა და პროექტორებით.
რეგიონებში მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ნახოს ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმები.
23 ივლისიდან ყოველ ხუთშაბათს ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული ფილმები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე და რომელთა ნაწილსაც ჯერ არ იცნობს ფართო აუდიტორია”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.
ფილმების სია ასე გამოიყურება: 1.”კრედიტის ლიმიტი” – რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; 2. “მანდარინები” – რეჟ. ზაზა ურუშაძე; 3. “გრძელი ნათელი დღეები” – რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; 4. “მე ვარ ბესო” – რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; 5. “პატარძლები” – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; 6. “სიმინდის კუნძული” – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; 7. “შემთხვევითი პაემნები” – რეჟ. ლევან კოღუაშვილი; 8. “ყარასტანში დაკარგული” – რეჟ. ბენ ჰოპკინსი.
რეგიონების ჩამონათვალი: ფოთის ფოლკლორის ცენტრი; სსპი ხულოს თეატრი; მარტვილის კულტურის სახლი; გორის კულტურის ცენტრი; მარნეულის კულტურის სახლი; ყვარელის კულტურის სახლი; ბაღდადის კულტურის ცენტრი; კასპის კულტურის სახლი; ლანჩხუთის კულტურის ცენტრი; დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი; ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი “სინემა”; თიანეთის კულტურის ცენტრი; ნინოწმინდის კულტურის სახლი; ონის კულტურის ცენტრი; ხარაგაულის კულტურის ცენტრი; დუშეთის კულტურის ცენტრი; შპს “საჩხერის კინო”; თელავი – ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი საიუველირო ნივთების უკანონოდ შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია„გარდაბნის თბოელექტროსადგური მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას“