საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 14:07 განახლებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს დაბადების დღეს ულოცავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ვითარდება და ღრმავდება ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევისა და მიღწევების შედეგად. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი იმედის თვალით შეჰყურებენ თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით საერთო გამოწვევების არსებობის პირობებში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

news
ავტ.: news ივლისი 17, 2015 14:07 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics