საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2015 02:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევასახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი , სიჩუმის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება “პირველ რადიოსთან” საუბრისას გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძის განცხადებით, წინაარმდეგ შემთხვევაში დაკავებული იმ სქემის გამჟღავნებით იმუქრება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თანხების მითვისება ხდებოდა. კილაძე აცხადებს, რომ საქმეში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილია გარეული.

” წყალმომარაგების კომპანიის საქმეზე ვიცით, რომ დაკავებულია ორი პირი, ცოლ-ქმარი. საქმე ეხებოდა უკანონო გადარიცვხებს, მილიონებზეა საუბარი და არა მცირე ტანხაზე. ეს გახლავთ ზვიად ჯანყარაშვილის პირადი მეგობრების კომპანია და ჩემი ინფორმაციით, ისევე როგორც გზების ტენდერების „ატკატი“ , ასევე წყალმომარაგების „ატკატიც“ მიდიოდა ზვიად ჯანყარაშვილთან. დაკავებული პირი ითხოვს , რომ გაიყვანონ ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს , რომ ალაპარაკდეს. ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც ის ალაპარაკდება სრულიად გაიხსნება სქემა რა რაოდენობის თანხები იყო მითვისებული. მთავარი მოქმედი გმირი ამ სიტუაციაში იქნება ზვიად ჯანყარაშვილი.რა გზებით მოახერხებს ჯანყარაშვილი , რომ დაიცვას და გამოიყვანოს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაში ბრალდებული პირი ეს მეორე საკითხია. ეს არის ჯანყარაშვილის პირადი მეგობრების კომპანია , სადაც ხდებოდა მსგავსი მახინაციებით თანხების დატაცება. ეს არის პრემიერის პირდაპირ ნათესავების მახინაცია, მაგრამ მიჰქონდა თუ არა ეს „ატკატები“ ჯანყარაშვილს ირაკლი ღარიბაშილთან , ეს უკვე ჩემი კომპეტენცია აღარ არის და ეს თავად ჯანყარაშვილმა უნდა თქვას,”- განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი,თამარ ფხოველიშვილი დააკავა.ამავე საქმეზე დაკავებულია კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილიც, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ფხოველიშვილთან და მის მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან ერთად, კომპანიის კუთვნილი თანხები მიითვისა. საქმე ეხება 2013-2014 წლებში ჩადენილ დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავზროზაშვილსა და ფხოველიშვილს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო: პირველი რადიო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2015 02:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics