საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი2-ის ეთერში სენსაციური განცახდება გააკეთა

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევსსაქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გადადგომის ზღვარზე იყო-განცხადება ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.

თოქშოუ არჩევანში საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.თუმცა ის ამ პროცესებში ჩართვას არ აპირებს.

“იმ საკითხების განხილვა, რაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, იქ რჩება ხოლმე. ზეწოლა მიმდინარეობს კი და ეს მთელი წელია, გრძელდება. ეს არ არის კულუარული პროცესი. ეს არის ღია კრიტიკა ჩემდამი. ამ ეტაპზე მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ კრიტიკას. ხშიად პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ მე რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ. პოლიტიკოსების განცხადებები გარკვეულ ზღვარს ხშირად სცდება ხოლმე. ზედმეტად ეჭვიანობენ ჩემს ყოველ გამონათქვამზე. მე ვარ ყველას პრეზიდენტი,” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

margvelash

პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მისი მოთხოვნების მუდმივად იგნორირებაში ადანაშაულებს და მაგალითისთვის ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე ინფორმაციის მიღების სურვილზე საუბრობს.

პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” თქვა, რომ ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე რამდენჯერმე მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოსთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

“დუმილი ცუდია. რითია განპირობებული ეს დუმილი, ჩემი ასახსნელი არ არის. ასეთი ტიპის საკითხებზე დუმილი და პასუხის არგაცემა ცუდია,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე ინფორმაციის მიღება ნოემბერშ, მაშინ ითხოვა, როდესაც ალასანიას გუნდის ცვლილება მოხდა.

“მთავრობის პასუხი იყო ნოლი. თებერვალში მივმართე იგივე დღის წესრიგით  და ისევ არ არის პასუხი. ეს არ არის კარგი საერთო დინამიკისთვის,” – ამბობს პრეზიდენტი.

ვირუსის ბლოკატორები