საქართველოს პრეზიდენტი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 14:34 განახლებულია

საქართველოს პრეზიდენტი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ

მნიშვნელოვანი

  • ყველანი - ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

სხვა სტატიები

ყველანი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული
მიულოცა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ მათ გვერდით არა მხოლოდ დღეს, მთელი წლის განმავლობაში იქნება.
“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველანი, ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც – ყველანი თქვენ სამსახურში ვართ, იმიტომ რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ, ძალიან ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კარგად ყოფნას. დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის. სიხარულის და იცოდეთ, რომ ამ დღეს და მთელი წლის განმავლობაშიც ვარ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს და ბედნიერი იყავით”, – მიმართა მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.
მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რეგიონის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის გვარები აერია და ადგილობრივებს ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა, რასაც პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული რეპლიკა მოჰყვა.

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 14:34 განახლებულია

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics