- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- კახი კალაძე: ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს
- 1991 წლის 31 მარტი
- რუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან
- უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს
- არა საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას” – ენმ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება
საქართველოს პრეზიდენტი: რუსეთი უფრო მეტს იღებს ევროპასთან მუშაობით, ვიდრე მეზობლებზე თავდასხმით
მნიშვნელოვანი
- საქართველოს პრეზიდენტი: რუსეთი უფრო მეტს იღებს ევროპასთან მუშაობით, ვიდრე მეზობლებზე თავდასხმით
სხვა სტატიები
“საქართველოს პრეზიდენტი: რუსეთი უფრო მეტს იღებს ევროპასთან მუშაობით, ვიდრე მეზობლებზე თავდასხმით”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი.
“რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკა, მისი უფრო ევროპულ ქვეყნად ქცევა, მისთვის ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პარტნიორობის შესაძლებლობის მიცემა სწორი ნაბიჯი იქნება. რუსეთს უდიდესი პოტენციალი, კულტურა და საყურადღებო ეკონომიკა აქვს. რუსეთის ფედერაციას უკეთესი დემოკრატია და რეფორმირებული ეკონომიკა სჭირდება, მას სჭირდება საზოგადოების მოდერნიზებისკენ სვლა. ამ საკითხების მოგვარება კი მეზობლებზე თავდასხმით კი არა, ევროპელებთან ერთად მუშაობითაა შესაძლებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორთან ინტერვიუში.
საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას დადებითი გავლენა აქვს საქართველოზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, არამედ იმიტომ, რომ ამ პროგრამამ ქვეყანას ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობა მისცა.
“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დღის წესრიგი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სულისკვეთება, რომელიც კეთილდღეობას, სტაბილურობას და უკეთეს მომავალს მოუტანს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ მის მეზობლებსაც, მათ შორის რუსეთს, თუ ის ჩაერთვება ამაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც იგი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოვიდა.