საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 19 პროცენტი

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

NDI-ს გამოკითხვებით მოქალაქეთა 19 პროცენტი კარგად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას. 54 პროცენტი კი – საშუალოდ.

გამოკითხულთა 18-18 პროცენტი კარგად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას. უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 51 პროცენტი, დავით ბაქრაძის საქმიანობას კი – 39 პროცენტი.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად 16 პროცენტი აფასებს, 52 პროცენტი კი – საშუალოდ.