საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 15:26

საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანადგომას უცხადებს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

სხვა სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.

პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და თურქეთის ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს.
„შეძრწუნებული ვარ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს“,- აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა, 126 კი დაშავდა.
news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 15:26