საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 16:04

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტს თავად პრეზიდენტმა შესთავაზა. “დღეს შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში გამოვა 2 კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მივეცი წინასწარი თანხმობა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 16:04