“საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი”, – გიორგი კანდელაკი

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი”, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

კანდელაკი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არასწორი და შესაცვლელია. დეპუტატისთვის გაუგებარია მთავრობის პოზიცია, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის მიმართ ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს და რატომ წავიდა მის წინაააღმდეგ.

“სამწუხაროა რომ პრემეირ-მინისტრი გაექცა კითხვა პასუხს. აქ დამსწრეებს ნამდვილად აინტერესებთ თუ რატომ იქცევა საქართველო უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ინტერესების საქწინააღმდეგოდ. საქართველო მარტო კი არ უერთდება რუსეთის მიმართ ევროპულ სანქციებს არამედ წინააღმდეგიც კი გამოდის ამ სანქციების. რეალურად საქმით საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი,” – აცხადებს გიორგი კანდელაკი.